logo
ENG



რუსეთი მარიუპოლის მცველებს "ელიმინაციით" ემუქრება მას შემდეგ, რაც დანებებაზე უარი მიიღეს

17 აპრ 202215:19
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთი მარიუპოლის მცველებს "ელიმინაციით" ემუქრება მას შემდეგ, რაც დანებებაზე უარი მიიღეს

მას შემდეგ, რაც მარიუპოლის მცველებმა რუსეთის ულტიმატუმი არ შეასრულეს და უარი თქვეს დანებებასა და ქალაქის რუსებისთვის ჩაბარებაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათ "ელიმინაციით" დაემუქრა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში მებრძოლებს იარაღის დაყრის და დანებების ვადა 13:00 საათამდე მისცა.

"თუმცა, კიევის ნაციონალისტური რეჟიმმა მათ დანებებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება აუკრძალა". - ირწმუნება რუსული უწყება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ "ტყვედ აყვანილი უკრაინელების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მარიუპოლში უკრაინის ჯარის მხარეს ასევე იბრძვის 400 უცხოელი დაქირავებული პირი. ისინი ფოლადის ქარხანაში არიან გამომწყვდეულები, მათ შორის არიან ევროპელები და კანადელები. შემდგომი წინააღმდეგობის შემთხვევაში ელიმინაცია მოხდება".  


close დახურვა